ŷÃÀȺ½»

Festival of Lights

კვირა, 27 ოქტომბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

27 ოქტომბერს (2019) ŷÃÀȺ½»-ს მედიცინის სკოლის სტუდენტებმა თავიანთი ტრადიციული დღესასწაული დივალი, ანუ სინათლის ფესტივალი აღნიშნეს.

სინათლის ფესტივალი არის სინათლის სიბნელეზე, კეთილის ბოროტზე და ცოდნის უვიცობაზე გამარჯვების სიმბოლო, ამიტომ ამ ღონისძიებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

ღონისძიება რანგოლის ხატვის კონკურსით გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო წინასწარ დაკომპლექტებულმა გუნდებმა, ერთ-ერთი გუნდი ჩვენი ბიზნესის სკოლის სტუდენტებისგან შედგებოდა. კონკურსის ბოლოს ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩა საუკეთესო რანგოლი და გამარჯვებული გუნდი ŷÃÀȺ½»-ს ბრენდირებული ნივთებით დასაჩუქრდა.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართა სანთლებით განათებულ ŷÃÀȺ½»-ს ეზოში. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ბენდი JOSH და სტუდენტი DJ.

სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახალისო თამაშში. გამარჯვებულები, რასაკვირველია, დასაჩუქრდნენ ბრენდირებული ნივთებით.

ღონისძიება ŷÃÀȺ½» Cultural Committee-ის წევრებმა ტორტის გაჭრითა და სადღესასწაულო შუშხუნების ანთებით დაასრულეს.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა