ŷÃÀȺ½»

სიახლეები და ღონისძიებები

საიუბილეო გამოსაშვები ღონისძიება 2015 - ბიზნესის სკოლა

საიუბილეო გამოსაშვები ღონისძიება 2015 - ბიზნესის სკოლა

შაბათი, 18 ივლისი, 2015

აჩვენე კალენდარზე

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ŷÃÀȺ½»-ს ისტორიაში - 10 წლის საიუბილეო გამოსაშვები ღონისძიება! 

განათლებული, ენერგიული ახალგაზრდები, მაღალკვალიფიციური კადრები და კარგი მოქალაქეები, რომლებიც დღეიდან თავიანთ გამორჩეულ წვლილს შეიტანენ ბიზნესის სექტორისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში!

2015 წლის 18 ივლისს 12 საათზე გამოსაშვები ღონისძიება ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულთათვის გაიმართა.
ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში მიღება ŷÃÀȺ½»-ს პრეზიდენტის, რ. მაიკლ ქაუგილის მიმართვით დაიწყო, რომელმაც ŷÃÀȺ½»-ელებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა და კარიერული წინსვლა უსურვა.

მან დამსწრეებს ფეხზე წამოდგომა სთხოვა და დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი ŷÃÀȺ½»-ს გარდაცვლილ სტუდენტს, დავით ხვედელიძეს (სწორედ ამ ტრაგედიის გამო გადაიდო გამოსაშვები ღონისძიება ერთი კვირით და 11 ივლისის ნაცვლად 18 ივლისს შედგა).

ღონისძიებას ესწრებოდნენ ŷÃÀȺ½»-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის კურსჸ§ƒ�მთავრ᳥ბულ᳥ბი, რომლებმაც დიპლომები რამდენიმე დღის წინ ŷÃÀȺ½»-ში გამართულ საზეიმო მიღებაზე მიიღეს. საგანგებო ღონისძიება მათთვის წინსწრებით მოეწყო, რადგან მომდევნო დღეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის დეკანი მიხეილ ჩხენკელი გაემგზავრა აშშ-ში, სადაც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სალექციო კურსს უძღვება.

ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულებს სიტყვით სკოლის დეკანმა, თეიმურაზ ტორონჯაძემ მიმართა, შემდეგ კი სცენაზე მოიწვია რეიტინგით საუკეთესო ŷÃÀȺ½»-ელები, რომლებსაც დიპლომებთან ერთად საგანგებო სიგელები გადაეცათ. მათ ŷÃÀȺ½»-ში გატარებული წლები, მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ძვირფასი ურთიერთობები და მეგობრობა ემოციური გამოსვლით შეაჯამეს.

დიპლომების გადაცემის შემდეგ ŷÃÀȺ½»-ს პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა ŷÃÀȺ½»-ს ტრადიციის შესრულებისკენ და კურსდამთავრებულთათვის გაკეთდა საპატიო კორიდორი, რომელშიც ŷÃÀȺ½»-ელებმა საზეიმო გამოსაშვები მარშის ფონზე გაიარეს. 


საზეიმო და ამაღლებული განწყობის ფონზე ŷÃÀȺ½»-ელებმა ეზოში გადაინაცვლეს და მონაწილეობა მიიღეს ორიგინალურ აქციაში „ჩვენ ვართ ŷÃÀȺ½»!'' - ვიდეო პერფორმანსის გადაღება ზედხედით, დრონის მეშვეობით, მიმდინარეობდა (ამ კადრებს მალე ვიდეორგოლში იხილავთ).

ŷÃÀȺ½»-ს ბრენდირებული ტორტის საზეიმოდ გაჭრის შემდეგ მოულოდნელი და განსაკუთრებით სასიხარულო რამ მოხდა - ŷÃÀȺ½»-ს კურსდამთავრებულს, მარიამ ლაჭყეპიანს, პირდაპირ ღონისძიებაზე სთხოვა ხელი ŷÃÀȺ½»-ს წინა წლის კურსდამთავრებულმა, დიმიტრი კვირკველიამ. ბედნიერ წყვილს ŷÃÀȺ½»-სგან ექსპრომტად საჩუქრები გადაეცა. ღონისძიება საპატარძლო თაიგულის სროლით დასრულდა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა