ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (ŷÃÀȺ½») აგრძელებს ბანაკების ორგანიზებას სკოლის მოსწავლეებისთვის.
10-11 ნოემბერს (2018), ŷÃÀȺ½» პარტნიორ კომპანიასთან - პარტნიორები საქართველოსთან ერთად, ŷÃÀȺ½» Fall Camp-ით ქუთაისს ესტუმრა.
10 სკოლიდან შევარჩიეთ მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ორ დღიანი დაუვიწყარი გამოცდილება.
მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდა ბანაკის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგი, რომელიც დროისა და სტრესის მართვას ეხებოდა. ტრენინგს უძღვებოდა პარტნიორები საქართველოს ფსიქოლოგ-კონსულტანტი - თეა გველესიანი.
ტრენინგთან ერთად, ŷÃÀȺ½» Fall Camp ითვალისწინებს პრაქტიკულ კომპონენტსაც - ŷÃÀȺ½» Game. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო აქტივობა მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანია გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. ŷÃÀȺ½» Game-ის მონაწილეებს გადაეცათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები.
დიდ მადლობას ვუხდით მოსწავლეებს მონაწილეობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მათ.