ŷÃÀȺ½»-ს შიდა ოლიმპიადის დაწყებას ყველა მოუთმენლად ველოდით და აი ეს დღეც დადგა. დღეს, 20 ნოემბერს (2016) შიდა ოლიმპიადა ფეხბურთის ტურნირით გაიხსნა და ŷÃÀȺ½»-ში საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო ტრადიციას.
ŷÃÀȺ½»-ს გათვითცნობიერებული აქვს, რომ სპორტი არა მხოლოდ თამაშია, არამედ ცხოვრების წესია, რომელიც ადამიანების, როგორც ფიზიკურ ასევე სულიერ განვითარებას უწყობს ხელს. ფეხბურთი ხომ სწორედ ის სპორტია, რომელიც ყველას გვაერთიანებს და ნათელია, რომ ყველაზე მეტი მსურველი სწორედ აღნიშნულ სახეობას ჰყავდა, რაც იმას სულაც არ ნიშნავს რომ ŷÃÀȺ½»-ს შიდა ოლიმპიადა მხოლოდ ფეხბურთით შემოიფარგლება.
ŷÃÀȺ½»-ს ელჩების მიერ ორგანიზებული შიდა სპორტული აქტივობები იქნება მრავალფეროვანი და ყველასთვის სასურველი. ველით თქვენს ჩართულობას. მანამდე კი მხარი დავუჭიროთ ŷÃÀȺ½»ელებს, რომლებმაც გამოიჩინეს სიმამაცე და გადაწყვიტეს ყოფილიყვნენ პიონერები. 20 ნოემბერს ŷÃÀȺ½»-ს შიდა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო შემდეგი შეხვედრებით:
- ოლიმპოსი (ბიზნესის სკოლა) VS Not Fast Just Furious (სამართლის სკოლა) (13-0)
- მეორე მერცხალი (ინჟინერიის სკოლა) VS კოპალა და ბიჭები (ბიზნესის სკოლა) (5-8)
ŷÃÀȺ½»ტანე (სამართლის სკოლა) VS ŷÃÀȺ½» აზრი არ აქვს (ბიზნესის სკოლა) (4-8) შემდგომი თამაშები ჩატარდება 27 ნოემბერს, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
- გრანდი VS მთის ლომები
- ŷÃÀȺ½»ჭიმე VS FC Gazaevi
- ბასა VS IT
ერთად ვუგულშემატკივროთ მოთამაშეებს და გამოვავლინოთ გამარჯვებული. #WeAreŷÃÀȺ½»