#³Ҵ¡±«ფრთხილჸ§ƒ˜ - ასე დაარქვეს ŷÃÀȺ½»-ს სტუდენტებმა სოციალურ აქციას, რომელიც 13 ივნისს (2016), თბილისის წყალდიდობის წლისთავზე ზოოპარკში გაიმართა და უამრავი ადამიანი გააერთიანა.
"ეს არის გლოვის დღე და ასევე გამარჯვების სიმბოლო, რადგან ჩვენ შევძელით ყველაზე მთავარი - ერთიანობა, სოლიდარობა და ერთმანეთის გაძლიერება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანადგომისთვის, ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!" - ეს არის ერთ-ერთი ŷÃÀȺ½»ელის სიტყვები და საქველმოქმედო აქციის მთავარი მოტივაცია.
ŷÃÀȺ½»-ს სტუდენტებისა და მხარდამჭერი კომპანიების მიერ ორგანიზებული გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ყველა დაზარალებული მხარის ფონდში:
- სტიქიით დაზარალებულთა ფონდი;
- თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი;
- თბილისის ზოოპარკი.
13 ივნისს ზოოპარკში მოსულ სტუმრებს ŷÃÀȺ½»ელები სიურპრიზებით, სიმბოლური საჩუქრებით დახვდნენ და გადაიღეს სამახსოვრო სურათები, ასევე -ები.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა მხარდამჭერ კომპანიას, სტუმარს და მოხალისე სტუდენტს, რომლებმაც თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოხატეს ჯანსაღი მოქალაქეობრივი პოზიცია.
#³Ҵ¡±«ფრთხილჸ§ƒ˜ ადამიანებს #³Ҵ¡±«ფრთხილჸ§ƒ˜ ცხოველებს #³Ҵ¡±«ფრთხილჸ§ƒ˜ ბუნებას #³Ҵ¡±«ფრთხილჸ§ƒ˜თ ერთმანეთს