ŷÃÀȺ½»

სიახლეები და ღონისძიებები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ŷÃÀȺ½»-ში

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ŷÃÀȺ½»-ში

ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2015

აჩვენე კალენდარზე

ŷÃÀȺ½»-ს საჯარო ლექციების ციკლი „ŷÃÀȺ½»-ღე კარი გამოწვევებს'' 25 თებერვალს განახლდა. ŷÃÀȺ½»-ს სტუმარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იყო ყველაზე აქტუალური თემით: „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები''.

შეხვედრა ინტერაქტიულად წარიმართა - ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სტუდენტებსა და ŷÃÀȺ½»-ში მოსულ სტუმრებთან ერთად მწვავე საკითხები - ეკონომიკის მდგრადობისა და განვითარების თეორიები, არსებული რეალობა, მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და ლარის დევალვაციის საკითხები განიხილა. გიორგი ქადაგიძემ საინტერესო მაგალითები სხვადასხვა ქვეყნის მოდელებისა და გამოცდილების მიხედვით მოიყვანა.

„ნებისმიერი ეკონომიკის კონკურენციული უპირატესობა არის ადამიანი - ინტელექტუალური კაპიტალი'' - ამ სიტყვებით დასრულდა მოხსენება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სპეციალურად ŷÃÀȺ½»-სთვის მოამზადა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა