ŷÃÀȺ½»

სიახლეები და ღონისძიებები

გაეროს მოდელირების კონფერენცია ŷÃÀȺ½»-ში

გაეროს მოდელირების კონფერენცია ŷÃÀȺ½»-ში

შაბათი, 30 ნოემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

30 ნოემბერს (2019) კანტის აკადემიის ორგანიზებით, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაეროს მოდელირების კონფერენცია წარმატებით დაიხურა. 300-მდე ქართველ და უცხოელ დელეგატს ჰქონდა უნიკალური შანსი, მიეღო უმაღლესი დონის საერთაშორისო გამოცდილება. 3 დღის განმავლობაში მოერგოთ ახალგაზრდა დიპლომატების როლი და ჩართულიყვნენ საკომიტეტო სამუშაოებში. გარდა ამისა, ახალგაზრდებმა იმუშავეს ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის საკითხი, რასიზმის, ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო უსაფრთხოება, ქალთა მიმართ პროფესიული სეგრეგაცია, რელიგიური შეუმწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.

პროექტის მთავარი პარტნიორები იყვნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (ŷÃÀȺ½»), გაეროს საერთაშორისო ასოციაცია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

ღონისძიებაში ოფიციალური დახურვის ცერემონიში ჩართულნი იყვნენ საქართველოში არსებული საელჩოების წარმომადგენლები და სხვა სამთავრობო დონეზე ოფიციალური პირები.

კომიტეტის თავმჯდომარეებს შორის იყვნენ ŷÃÀȺ½»-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი ამ საპასუხისმგებლო პროცესს. მათ შორის იყვნენ: გიორგი შარაშიძე, მარიამ მოდებაძე, ანი კობიაშვილი, ირინე მგალობლიშვილი, გიორგი დანელია, დავით იაკობაშვილი, ზუკა კალანდარიშვილი.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა