8 დეკემბერს (2015), ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, ŷÃÀȺ½»-ში ისტორიკოს რამაზ ფარესაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა. ბოლო დროს ევროპასა და ამერიკაში მომხდარი ტერაქტები ამ შეხვედრის მთავარი ინსპირატორი იყო. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შეჯამებამ, კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელოვანი მაგალითების განხილვამ და ისტორიული მოდელების გამოყენებით გაკეთებულმა გარკვეულმა პროგნოზმა აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. სხვადასხვა რელიგიური ექსტრემიზმი, ისლამური იდეოლოგია, ესისის მიზანი და მოქმედების სპეციფიკა, ახლო აღმოსავლეთი და ე. წ. „სიშლეგის ქამარი“ მოხსენების შემდეგ გამართული დისკუსიის მთავარი თემები იყო.
რამაზ ფარესაშვილმა, რომელიც ŷÃÀȺ½»-ში უნივერსიტეტის დაარსების დღიდან ასწავლის, პოლიტიკური, კულტურული და სოციალური რეალობის ღრმა ანალიზი შემოგვთავაზა. ის პირველი ლექტორია, რომელიც ŷÃÀȺ½»-ელებმა საჯარო ლექციათა ციკლის „ŷÃÀȺ½»-ღე კარი გამოწვევებს“ მომხსენებლად აირჩიეს.