საახალწლო ღონისძიება, ბენდის დაბადების დღე და მარსის ნაძვის ხეების კონკურსი
ხუთშაბათი, 24 დეკემბერი, 2015
2015 წელი ŷÃÀȺ½»ელებმა ერთად და მხიარულად გააცილეს. 24 დეკემბერს 18:30 საათზე ŷÃÀȺ½»-ში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ნაძვის ხეების კონკურსს, ŷÃÀȺ½» ბენდის დაბადების დღეს, გათამაშებას, კონცერტს, საიდუმლო სანტების გამოვლენასა და ŷÃÀȺ½»ელი DJ-ის საღამოს მოიცავდა. პრიზებითა და სიურპრიზებით სავსე ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრებიც იყვნენ: ŷÃÀȺ½»-ს დამფუძნებლები თამარ ციციშვილი და სოფო შუბლაძე, მხატვარი ზალიკო სულაკაური და ფოტოგრაფი გურამ მურადოვი.
ნაძვის ხის კონკურსში მონაწილეობა ყველა სკოლის 4-მა გუნდმა მიიღო. გამარჯვება კი იმ შემადგენლობამ მოიპოვა, რომელშიც ორი ფაკულტეტის სტუდენტები გაერთიანდნენ: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლა და სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა.
სპეციალური ჟიურის წევრები იყვნენ:
- ŷÃÀȺ½»-ს სანტა კლაუსი - პრეზიდენტი - რ. მაიკლ ქაუგილი
- ŷÃÀȺ½»-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი - თამარ ციციშვილი
- ŷÃÀȺ½»-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ნინო ტოროჯაძე
- ŷÃÀȺ½»-ს ნაძვის ხეების ექსპერტი და ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომელი - ანა ჩორგოლაშვილი
- მხატვარი ზალიკო სულაკაური, რომელმაც გამარჯვებული გუნდის წევრები პერსონალური კარიკატურებით დაასაჩუქრა.
სტუდენტებმა კონკურსის პირობის მიხედვით მარსზე აღმოჩენილი ქართული ჯიშის ნაძვის ხის ხელოვნური ასლები მორთეს. გუნდებმა მარსული ნაძვის ხის ძალიან ორიგინალური გადაწყვეტა შემოგვთავაზეს და დეკორაციასთან ერთად მარსის ბინადრებიც განასახიერეს.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა:
- კონკურსში მონაწილეობის სიგელი;
- ŷÃÀȺ½»-ს საახალწლო ბრენდირებული სუვენირები;
- ჸ§ƒ�საჩუქრჸ§ƒœენ -ის მიერ ჯომარდობის ტურით (რომელიც გაიმართება გაზაფხულზე);
გამარჯვებული გუნდის წევრები კი კარიკატურებთან ერთად ჸ§ƒ�საჩუქრჸ§ƒœენ სარაჯიშვილის სასაჩუქრე კონიაკით, რომელიც სპეციალურად ŷÃÀȺ½»-ს კონკურსის გამარჯვებულთათვის იყო ბრენდირებული. მათ ასევე გადაეცათ ელექტრონული წიგნები -სგან.
იუბილარმა ŷÃÀȺ½» ბენდმა კი დაბადების დღეზე ŷÃÀȺ½»-სგან ელექტრო გიტარა და მადლობის სიგელები მიიღო ŷÃÀȺ½»-ს სტუდენტური ცხოვრების ŷÃÀȺ½»მჯობესებისთვის. საზეიმო ტორტი ŷÃÀȺ½» ბენდის წევრების გამოსახულებით მათთან ერთად ŷÃÀȺ½»-ს პრეზიდენტმა გაჭრა. საღამო DJ Ramy-ს კლუბური მუსიკით დასრულდა.
ღონისძიების ვიდეო იხილეთ ბმულზე - https://www.youtube.com/watch?v=v6A4Ei0JnyE&list=PLqq8kKx8Ow0dIyPOG7Epirwo0ioEmMIuI&index=1