პროექტის მენეჯმენტისა და AGILE მეთოდოლოგიის სასერტიფიკატო კურსის II ნაკადის დაჯილდოება
ოთხშაბათი, 27 ნოემბერი, 2024
26 ნოემბერს (2024) ŷÃÀȺ½»-ში პროექტების მენეჯმენტისა და AGILE მეთოდოლოგიის II ნაკადის კურსისის დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებას უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე და კურსის ლექტორები უძღვებოდნენ.
სერტიფიკატების მიღებამდე სტუდენტებმა ფინალური პროექტები მოამზადეს და კურსის ლექტორებს პრეზენტაციის სახით წარუდგინეს.
კურსის განმავლობაში მსმენელებს საშუალება მიეცათ შეესწავლათ პროექტების მენეჯმენტის შესავალი, დაგეგმვა და შესრულება, ასევე ბიუჯეტირებისა და მონიტორინგის ეტაპები. ასევე გაეცნენ Agile მეთოდოლოგიას, განსხვავებას Waterfall -სა და Agile-ს შორის, ინკრემენტალურ და იტერაციულ მიდგომებს.
ŷÃÀȺ½» კი კვლავ აგრძელებს სტუდენტ᳥ბისთვის პროფესიული გადაწყვეტილებების შეთავაზებას მათი წარმატებული მომავლისთვის.