ŷÃÀȺ½»-ს პირველკურსელების დაჯილდოება სასწავლო ვაუჩერებით
პარასკევი, 25 სექტემბერი, 2015
დღეს ŷÃÀȺ½»-ში ბევრი მზე, სიხარული და მუსიკა იყო.
25 სექტემბერს ŷÃÀȺ½»-ს 23 პირველკურსელს 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული უმაღლესი ქულებისთვის.
ŷÃÀȺ½»-მ ეს გადაწყვეტილება საიუბილეო წელთან დაკავშირებით მიიღო.
ვაუჩერებით და ŷÃÀȺ½»-ს ბრენდირებული სუვენირებით პირველკურსელები ŷÃÀȺ½»-ს პრეზიდენტმა, კანცლერმა და დეკანებმა დაასაჩუქრეს.
დღესვე დაჯილდოვდა ŷÃÀȺ½»-ს ბიზნესის სკოლის მესამე კურსელი, ყველაზე მაღალრეიტინგიანი სტუდენტი, ლიკა ტოკლიკიშვილი, რომელსაც 31 ოქტომბერს თბილისში დროის მეფედ წოდებული ლეგენდარული ქოუჩის - დევიდ ალენის -
მასტერკლასზე დასასწრები ბილეთი გადაეცა.
ŷÃÀȺ½»-მ მოსაწვევი კომპანია Prospect-ისგან მიიღო, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო უნივერსიტეტმა საქართველოში.
ღონისძიებას მუსიკალურად ŷÃÀȺ½» ბენდი აფორმებდა.
27 სექტმბერს კი ŷÃÀȺ½»-ელებს Welcome Party ელით. ŷÃÀȺ½»-ს თვითმმართველობა კვირას ყველა სკოლის სტუდენტებს კლუბში "მტკვარზე" ეპატიჟება.
ŷÃÀȺ½» ამ მხიარული დასაწყისით წარმატებულ წელს და წინსვლას გისურვებთ!