ŷÃÀȺ½»

სიახლეები და ღონისძიებები

"ახალი ლიცეუმის" მოსწავლეები ŷÃÀȺ½»-ში

"ახალი ლიცეუმის" მოსწავლეები ŷÃÀȺ½»-ში

სამშაბათი, 08 დეკემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

8 დეკემბერს ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა „ახალი ლიცეუმის“ მოსაწვლეებს უმასპინძლა. შეხვედრა ამ სკოლის ინიციატივით სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის ფაკულტეტზე გაიმართა. ახალი ლიცეუმის მოსწავლეები, დირექტორის მოადგილე მაია მესხი და ინგლისურის მასწავლებელი ირინა დიასამიძე ŷÃÀȺ½»-ს ვიცე პრეზიდენტმა, დეკანმა, ზაზა რუხაძემ მიიღო. 

დამამთავრებელი კლასის 11-მა მოსწავლემ მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ ინგლისურენოვანი პრეზენტაციები წარმოადგინა. შესაბამისად შეხვედაზე მოწვეული იყო ŷÃÀȺ½»-ს ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების დეკანი რუსუდან ციციშვილი, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა მოსწავლეების ნამუშევრებს.

ახალი ლიცეუმიდან ŷÃÀȺ½»-ს სამართლის სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლაში უკვე ორი სტუდენტი სწავლობს, ისინი დღემდე არ წყვეტენ კავშირს საკუთარ სკოლასთან, სადაც ŷÃÀȺ½»-ს ელჩებად გვევლინებიან. შეხვედრას ŷÃÀȺ½»-ს ლექტორები და სტუდენტებიც დაესწრნენ. დაიგეგმა თანამშრომლობის შემდეგი ნაბიჯები, რაც ŷÃÀȺ½»-ს მიერ სამოქალაქო განთლების, სამართლის, უცხო ენის, ბიზნესისა თუ მოსწავლე-მასწავლებელთათვისსხვა საინტერესო თემებზე მასტერკლასების ჩატარებას გულისხმობს.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა