ŷȺ-მ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია MUK-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ოთხშაბათი, 01 ივლისი, 2026
ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (ŷȺ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია MUK-თან გააფორმა, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან ოპერირებს.
თანამშრომლობის მიზანია სტუდენტ᳥ბისთვის თანამედროვე ტექნოლოგიურ განათლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობის გაფართოება, ასევე აკადემიური და ინდუსტრიული თანამშრომლობის გაძლიერება.
MUK-ის სასწავლო ცენტრი ყოველწლიურად 400-ზე მეტ IT ტრენინგს ატარებს სხვადასხვა მიმართულებით და 80-ზე მეტ პროფესიონალ ინსტრუქტორს აერთიანებს, რაც კომპანიას რეგიონში ტექნოლოგიური განათლების ერთ-ერთ წამყვან ცენტრად აქცევს.
მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება ŷȺ-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის წარმომადგენლების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა.
პარტნიორობის ფარგლებში ŷȺ-ს სტუდენტები MUK-ის სასწავლო პროგრამებითა და ტრენინგებით სპეციალური პირობებით ისარგებლებენ, რაც მათ თანამედროვე ტექნოლოგიური ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში დაეხმარება და სასწავლო პროცესში ინდუსტრიული გამოცდილების კიდევ უფრო მეტად ინტეგრირებას შეუწყობს ხელს.