ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგელები „საშუალო და უმაღლესი განათლების დაწესებულებათა ერთობლივი პროექტის ფარგლებში'' შეხვედრებს რეგიონებში მართავენ.
12-14 თებერვალს ŷÃÀȺ½»-ს პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი, მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ŷÃÀȺ½»-ს სტუდენტები ბათუმს, ოზურგეთსა და ქუთაისს ეწვივნენ.
პროფესიული ორიენტაციის თემაზე გამართულ შეხვედრა-ტრენინგებში 30-ზე მეტი სკოლის 200-მდე წარმომადგენლი მონაწილეობდა. სწორი პროფესიული არჩევანი და კარიერის დაგეგმვის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის იყო. ŷÃÀȺ½»-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი აბიტურიენტებს იმ ორიენტირებსა და უნივერსალურ ფორმულებზე ესაუბრა, რომლებიც მათ საკუთარ სურვილებში, შესაძლებლობებსა და დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებში გარკვევას გაუადვილებს.
მოსწავლეების ნაწილი უკვე ჩამოყალიბებულია საკუთარ არჩევანში, ნაწილს კი ახლა უწევს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება. აბიტურიენტები ŷÃÀȺ½»-ს პროგრამებით ახალი საფასო პოლიტიკითა და სტუდენტური ცხოვრებით დაინტერესდნენ, რაზეც ამომწურავი პასუხები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და ŷÃÀȺ½»-ს ელჩებისგან (სტუდენტებისგან) მიიღეს. ŷÃÀȺ½»-ს ელჩებმა თანატოლებს საუნივერსიტეტო ცხოვრების დეტალები უამბეს და საკუთარი გამოცდილება გულწრფელად გაუზიარეს.
ეს მოგზაურობა ŷÃÀȺ½»-ელებისთვის ახალი, სასიამოვნო გამოცდილება, აბიტური᳥ნტებისთვის კი უამრავი სასარგებლო ინფორმაცია და მათივე თქმით, ძალიან პოზიტიური ნაცნობობა იყო.
შეხვედრების ბოლოს გათამაშდა ŷÃÀȺ½»-ს სასწავლო ვაუჩერები, რომლებიც ათამდე იღბლიან აბიტურიენტს ერგო.
განათლების თანამედროვე გამოწვევებსა და პროფესიული ორინეტაციის განვითარებაზე შეხვედრები ŷÃÀȺ½»-ს ინიციატივითა და საქართველოს სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. რეგიონული შეხვედრების ორგანიზებაში საქართველოს იურისტთა ასოციაცია ჩაერთო, რომელიც ხუთი წელია ŷÃÀȺ½»-ს პარტნიორი ორგანიზაციაა და სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლასთან ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.