
8 აპრის (2021) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ŷȺ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ორგანიზებით ŷȺ-სა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბების კოლობორაცია შედგა.
კოლობორაციის ფარგლებში Google Developer Student Club - ŷȺ და Google Developer Student Club - TUM უმასპინძლა სესიას Flutter ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი იყო შემდეგ საკითხებზე:
- რა არის Flutter ტექნოლოგია?
- როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება?
- მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ მისი გამოყენების რეალური მაგალითი
სესიას უძღვებოდნენ:
- ვივიანა სუტეჯო - კომპიუტერულ მეცნიერებათა მაგისტრის სტუდენტი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, Google–ის ყოფილი სტაჟიორი Flutter ტექნოლოგიის კუთხით(ორგზის), Flutter Fanatic.
- კილიან შულტე - კომპიუტერულ მეცნიერებათა მაგისტრის სტუდენტი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, Co-Founder Upride, Entrepreneur, Dart Enthusiast.
შეხვედრას მოდერატორობას უწევდა ŷȺ გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ლიდერი და ŷȺ ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტი, მარიამ ზენაიშვილი.