იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსი 2019 დასრულდა
შაბათი, 21 დეკემბერი, 2019
21 დეკემბერს (2019) უზენაეს სასამართლოში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ŷÃÀȺ½») იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართა, რომელიც უკვე მეორე წელია ხორციელდება სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის áƒ×ǃ განიზ᳥ბით.
ორი ფინალისტი გუნდიდან იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის გამარჯვებული გახდა სკოლა აიბი მთიების გუნდი. მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა თბილისის 23-ე საჯარო სკოლამ.
პროცესის დასასრულს კონკურსი შეაჯამეს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის მოწვეულმა ლექტორმა, ლევან ვეფხვაძემ, რომელიც მთელი კონკურსის განმავლობაში მენტორობას უწევდა სკოლის მოსწავლეებს, ასევე ŷÃÀȺ½»-ს პროექტების კოორდინატორმა, ანანო ციცვიძემ.
სკოლის მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და წარმატება მიულოცა ŷÃÀȺ½»-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ზაზა რუხაძემ.
სამივე გუნდს გადაეცა სერტიფიკატები, სასწავლო და გასართობი ვაუჩერები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ გუნდს კი გადაეცა თასი.
იმიტირებული სასამართლო პროცესი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საგანმანათლებლო მეთოდად თანამედროვე სამართლის სწავლებაში. კონკურსამდე სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ პროფესიული ტრენინგი პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში. მონაწილეებმა თეორიულ საკითხებთან ერთად პრაქტიკოსი იურისტებისაგან მიიღეს რეკომენდაციები, დადგეს იმიტირებული სასამართლო პროცესები და შეითავსეს პროცესის მონაწილეთა როლები. კონკურსში ჯგუფებმა კონკრეტული მკვლელობის საქმეს განიხილეს და ნაფიცი მსაჯულების (და/ან მოსამართლეების) წინაშე იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს.
კონკურსი წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სიმულაციას, სადაც მონაწილეები წარსდგნენ ნაფიცი მსაჯულების (და/ან მოსამართლეების) წინაშე და მათ წინაშე დაასაბუთეს საკუთარი პოზიციები.
იმიტირებული სასამართლო პროცესების 2019 წლის კონკურსში მონაწილეობას იღებდა 10 სკოლის გუნდი.
ŷÃÀȺ½» წარმატებას უსურვებს კონკურსის ყველა მონაწილეს!