ŷȺ

ბლǃი

კვლ᳥ვა

ბლǃი

იხილეთ ბლოგები

ეტატიზმი თუ თავისუფალი ბაზარი? ეკონომიკური ღირებულებების პარადოქსი გარდამავალ საქართველოში

ეტატიზმი თუ თავისუფალი ბაზარი? ეკონომიკური ღირებულებების პარადოქსი გარდამავალ საქართველოში

ბლǃის სერია · სოციალური სტრატიფიკაცია გარდამავალ პერიოდში — ნაწილი II

მომზადებულია ალექსანდრე ცაგარელის მიერ

იანვარი, 2026


ლიტერატურის მიმოხილვა

ეკონომიკური ღირებულებები — შეხედულებები სახელმწიფოსა და ბაზრის როლის შესახებ — სოციალური დიფერენციაციის ერთ-ერთი ცენტრალური ღერძია. კლასიკურ მემარცხენე-მემარჯვენე სქემაში ეტატიზმი (სახელმწიფოს აქტიური ჩარევა ეკონომიკაში) და თავისუფალი ბაზარი ერთმანეთის ანტიპოდებად განიხილება, ხოლო ლიბერალურ ეკონომიკას ხშირად დემოკრატიასთან, ეტატიზმს კი — ავტორიტარიზმთან აკავშირებენ. თუმცა პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში ეს დაპირისპირება ხშირად ბუნდოვანი და არაპირდაპირია.

პოპ-ელეჩესი და ტაკერი (2011) აჩვენებენ, რომ კომუნისტური მემკვიდრეობა დიდწილად განაპირობებს იდეოლოგიურ არათანმიმდევრულობას: მოქალაქეები ერთდროულად ავლენენ მაღალ მოლოდინს სახელმწიფოს მიმართ და ლიბერალური ეკონომიკის მხარდაჭერას. ბიორნსკოვი და სვენდსენი (2013) ხაზს უსვამენ, რომ პოსტსოციალისტურ კონტექსტში ეკონომიკური ღირებულებები შესაძლოა ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს — როგორც საბჭოთა კოლექტივისტური წარსულის, ისე ლიბერალური რეფორმების მემკვიდრეობა.

შესაბამისად, ეკონომიკური ღირებულებები სტრატიფიკაციის მნიშვნელოვანი ღერძია, თუმცა მისი წაკითხვა მარტივი დიქოტომიით შეუძლებელია. ამ პოსტში განვიხილავთ, თუ როგორ აფასებს ქართული საზოგადოება სახელმწიფოს ეკონომიკურ როლს, როგორ შეიცვალა ეტატიზმისა და თავისუფალი ბაზრის მხარდაჭერა 1996 წლიდან 2018 წლამდე და როგორ უკავშირდება ეს დამოკიდებულებები დემოკრატიის მხარდაჭერას.

მონაცემები და ინდიკატორები

ანალიზი ეფუძნება მსოფლიო ღირებულებათა კვლევისა (WVS) და ევროპული ღირებულებების კვლევის (EVS) ტალღებს 1996–2018 წლებში. ეკონომიკურ-იდეოლოგიური ღერძი აიგება ათპუნქტიან სკალებზე დაფუძნებული ცვლადებიდან: შემოსავლის თანასწორობა მოტივაციური უთანასწორობის წინააღმდეგ, კერძო საკუთრება სახელმწიფო საკუთრების წინააღმდეგ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ინდივიდუალურის წინააღმდეგ და კონკურენციის შეფასება. პირობითად, უფრო მაღალი ქულა ბაზარზე ორიენტირებულ შეხედულებებს აღნიშნავს, ხოლო დაბალი — ეტატისტურს.

ეკონომიკურ ღირებულებებს შორის კავშირები

პირველ რიგში, საინტერესოა, თუ რამდენად თანმიმდევრულია ეს ღირებულებები ერთმანეთთან. ქვემოთ მოცემული კორელაციური მატრიცა ოთხ ცვლადს შორის პირსონის კავშირებს ასახავს.

გრაფიკი 1. კორელაცია ოთხ ეკონომიკურ-იდეოლოგიურ ცვლადს შორის (* p < 0.05).

ყველაზე მჭიდრო კავშირი სახელმწიფოს სოციალურ პასუხისმგებლობასა და შემოსავლის გათანაბრებას შორის ფიქსირდება (r = 0.25) — სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკური ხედვის თანმიმდევრული ბირთვი. კონკურენციის დადებითი შეფასება პოზიტიურად უკავშირდება როგორც კერძო საკუთრებას, ისე სახელმწიფოს როლს, რაც „ჰიბრიდულ“ ღირებულებით პროფილებზე მიანიშნებს. შემოსავლის თანასწორობასა და კონკურენციას შორის კი მცირე უარყოფითი კავშირია (r = −0.03). საკუთრებასა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას შორის კავშირი ყველაზე სუსტია (r = 0.03) — ანუ საკუთრებაზე შეხედულება ცალსახად არ განსაზღვრავს მოქალაქის პოზიციას სახელმწიფოს როლის მიმართ.

ეტატიზმი და თავისუფალი ბაზარი დროში

1996-2018

r=0.25

პარალ᳥ლური

5 ტალღა · WVS / EVS
თანასწორობა ↔ სახ. პასუხისმგებლობა
ორი განწყობის მოძრაობა


შემდეგი გრაფიკი აჩვენებს ეტატიზმისა და თავისუფალი ბაზრის მხარდაჭერის ცვლილებას ხუთ ტალღაზე.

გრაფიკი 2. ეტატიზმისა და თავისუფალი ბაზრის მხარდაჭერა 1996–2018 წლებში.

ორი განწყობა ხშირად პარალელურად მოძრაობს — რაც არ არის დამახასიათებელი კლასიკური იდეოლოგიური სპექტრისთვის, სადაც ერთი მხარე მეორის ანტაგონისტია. ორივე მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაეცა 2008–09 და 2014 წლებში, ხოლო 2017–18-ში აღდგა, განსაკუთრებით ეტატიზმის მხრივ. ეს „ყველაფერი ერთად“ მოდელი — ერთდროული მოთხოვნა ძლიერ სახელმწიფოსა და თავისუფალ ბაზარზე — ფართოდ არის გავრცელებული პოსტსაბჭოურ სივრცეში (პოპ-ელეჩესი და ტაკერი, 2011) და მიუთითებს დაბალ იდეოლოგიურ თანმიმდევრულობაზე.

ეკონომიკური იდეოლოგია და დემოკრატია

ბოლოს, რეგრესიული მოდელით შევაფასეთ, თუ როგორ უკავშირდება ეკონომიკური ღირებულებები და სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები დემოკრატიის მხარდაჭერას. ქვემოთ მოცემულია სტანდარტიზებული β კოეფიციენტები.

გრაფიკი 3. სტანდარტიზებული რეგრესიის კოეფიციენტები (β) — დემოკრატიის მხარდაჭერა (R² = 7.6%).

მოულოდნელად, როგორც ეტატიზმი (β = −0.08), ისე თავისუფალი ბაზრისადმი ორიენტაცია (β = −0.168) ნეგატიურად უკავშირდება დემოკრატიის მხარდაჭერას — ანუ ორივე უკიდურესობა, სახელმწიფო ინტერვენციონიზმიც და სრული საბაზრო ლიბერალიზმიც, დემოკრატიის ნაკლებ მხარდაჭერას ასოცირდება. ეს მიანიშნებს შესაძლო U-სამაგვარ კავშირზე, სადაც დემოკრატიას უფრო მეტად უჭერენ მხარს ზომიერი, არაუკიდურესი პოზიციების მქონე პირები. განათლება კი, პირიქით, პოზიტიურად და მნიშვნელოვნად უკავშირდება დემოკრატიას (β = 0.155; p < 0.001). მოდელის ზომიერი განმარტებითი ძალა (R² = 7.6%) თავად ადასტურებს, რომ დემოკრატიისადმი დამოკიდებულება საქართველოში არ არის მყარად მიბმული რომელიმე ეკონომიკურ იდეოლოგიაზე.

ჸსკვნა

ეკონომიკური ღირებულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ქართულ საზოგადოებაში ეტატიზმი და თავისუფალი ბაზარი არ ფუნქციონირებს კლასიკური იდეოლოგიური ანტიპოდებივით: ისინი ხშირად პარალელურად მოძრაობს, ხოლო მოქალაქეები ერთდროულად ელიან სახელმწიფოსგან სოციალურ დაცვასაც და საბაზრო თავისუფლებასაც. ორივე უკიდურესობა დემოკრატიის შემცირებულ მხარდაჭერას უკავშირდება, რაც პოსტსაბჭოური ღირებულებითი არათანმიმდევრულობის მკაფიო ნიშანია. შემდეგ, დასკვნით ნაწილში განვიხილავთ მესამე ღერძს — მატერიალისტურ და პოსტმატერიალისტურ ღირებულებებს.


ბიბლიოგრაფია

Bjørnskov, C., & Svendsen, G. T. (2013). Does social trust determine the size of the welfare state? Kyklos, 66(3), 378–402.
Bourdieu, P. (1984). Distinction: A social critique of the judgement of taste. Harvard University Press.
Dalton, R. J. (2008). Citizen politics: Public opinion and political parties in advanced industrial democracies (5th ed.). CQ Press.
Esping-Andersen, G. (1990). The three worlds of welfare capitalism. Princeton University Press.
Evans, G. (2006). The social bases of political divisions in postcommunist Eastern Europe. Annual Review of Sociology, 32, 245–270.
Inglehart, R., & Welzel, C. (2005). Modernization, cultural change, and democracy: The human development sequence. Cambridge University Press.
Pop-Eleches, G., & Tucker, J. A. (2011). Communism's shadow: Postcommunist legacies, values, and behavior. Comparative Politics, 43(4), 379–408.


სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა