ŷȺ

ბლǃი

კვლ᳥ვა

ბლǃი

იხილეთ ბლოგები

პოლიტიკური სისტემის შეფასებები გარდამავალ საქართველოში: დემოკრატიის მხარდაჭერა და ავტორიტარიზმის უარყოფა

პოლიტიკური სისტემის შეფასებები გარდამავალ საქართველოში: დემოკრატიის მხარდაჭერა და ავტორიტარიზმის უარყოფა

ბლǃის სერია · სოციალური სტრატიფიკაცია გარდამავალ პერიოდში — ნაწილი I

მომზადებულია ალექსანდრე ცაგარელის მიერ

ნოემბერი, 2025


ლიტერატურის მიმოხილვა

პოლიტიკური გემოვნებები, ორიენტაციები და ქცევები სოციალური კვლევის ერთ-ერთი ცენტრალური საგანია: სწორედ მათი მეშვეობით ვლინდება, თუ როგორ ურთიერთქმედებს მოქალაქე პოლიტიკურ სისტემასთან. კლასიკურ ნაშრომში „სამოქალაქო კულტურა“ ალმონდი და ვერბა (1965) აჩვენებენ, რომ დემოკრატიული სტაბილურობა დამოკიდებულია პაროქიალური, სუბიექტური და მონაწილეობითი პოლიტიკური კულტურების ოპტიმალურ თანაფარდობაზე — დემოკრატია მყარია მაშინ, როცა მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი აქტიურია და, ამავე დროს, ნდობას უცხადებს ინსტიტუტებს. ამ თვალსაზრისით, პოლიტიკური დამოკიდებულებები არა მხოლოდ ინდივიდუალურ მოლოდინებს ასახავს, არამედ ქმნის სოციალურ ჩარჩოებს, რომლებიც აძლიერებს ან ასუსტებს პოლიტიკურ ლეგიტიმაციას.

თანამედროვე კვლევები პოლიტიკურ ორიენტაციას სულ უფრო ნაკლებად უკავშირებენ ვიწრო კლასობრივ კუთვნილებას. ოტე (1996) გერმანულ მასალაზე აჩვენებს, რომ ცხოვრების სტილი (Lebensstil) ხშირად უფრო ძლიერი განმსაზღვრელია, ვიდრე კლასობრივი სტატუსი — დაკვირვება, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც კლასობრივი სტრუქტურა კვლავ დიფუზურია. ინგლჰარტის პოსტმატერიალისტური თეორია კი მიუთითებს, რომ ურბანული, განათლებული ფენები უფრო ადრე ითვისებენ თვითგამოხატვისა და მონაწილეობის ღირებულებებს, ხოლო პერიფერია უფრო ხშირად რჩება ძლიერი სახელმწიფოს მოლოდინში. ლუკა და თანაავტორები (2023) ამ ქალაქურ-სოფლურ ღირებულებით განხეთქილებას ემპირიულად ადასტურებენ პოსტსაბჭოთა კონტექსტში.

შესაბამისად, პოლიტიკური სისტემისადმი დამოკიდებულება სოციალური სტრატიფიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღერძია — ის გვეხმარება, ღირებულებითი მილიოები განვასხვავოთ მხოლოდ შემოსავლისა და განათლების მიღმა. ამ პოსტში წარმოვადგენთ, თუ როგორ აფასებს ქართული საზოგადოება მმართველობის სხვადასხვა ფორმას და როგორ შეიცვალა ეს დამოკიდებულებები 1995 წლიდან 2022 წლამდე.


მონაცემები და ინდიკატორები

კვლ᳥ვა ეფუძნება მსოფლიო ღირებულებათა კვლევისა (WVS) და ევროპული ღირებულებების კვლევის (EVS) ხუთ ტალᴢას 1995–2022 წლებში. ცვლადების კატეგორიები ჰარმონიზებულია ტალღებს შორის შედარებადობის უზრუნველსაყოფად; ჯამში ანალიზი მოიცავს 8 401 რესპონდენტს.

ტალᴢა
რაǃენǃა
პრǃენტი
ვალიდური %
კუმულაციური %
ტალᴢა 3 (WVS)
2008
23.9 %
23.9 %
23.9%
ტალᴢა 5 (WVS)
1500
17.9 %
17.9 %
41.8 %
ტალᴢა 4 (EVS)
1499
17.8 %
17.8 %
59.6 %
ტალᴢა 6 (WVS)
1202
14.3 %
14.3 %
73.9 %
ტალᴢა 7 & EVS
2192
26.1 %
26.1 %
100.0 %
ჯამი
8401
100.0%
100.0%
-


ცხრილი 1. შერჩევის განაწილება კვლევის ტალღების მიხედვით (N = 8 401).


პოლიტიკური სისტემის შესაფასებლად შერჩეულია მმართველობის ოთხი ფორმისადმი დამოკიდებულება: ძლიერი ლიდერი, რომელიც პარლამენტისა და არჩევნების გარეშე მართავს; ექსპერტთა მმართველობა; არმიის მმართველობა; და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა. პასუხები იზომება ოთხპუნქტიან ლიკერტის შკალაზე, სადაც 1 ნიშნავს „ძალიან კარგს“, ხოლო 4 — „ძალიან ცუდს“; შესაბამისად, რაც უფრო დაბალია საშუალო მაჩვენებელი, მით უფრო პოზიტიურია დამოკიდებულება. ეს ინდიკატორები საფუძვლად დაედო ავტორიტარიზმისა და დემოკრატიის ღირებულებითი ღერძის აგებას.


შედეგები: მმართველობის ფორმათა შეფასება

8 401

1.63

0.66


რესპოდენტი . 5 ტალᴢა

დემოკრატიის მხარდაჭერის საშ. (1=მაქს.)
ავტორიტარიზმის უარყოფის პიკი - ტალᴢა 6


ქვემოთ მოცემული გრაფიკი აჩვენებს ოთხი ცვლადის საშუალო მაჩვენებლის ცვლილებას ხუთ ტალᴢაზე. ვინაიდან შკალაზე დაბალი მნიშვნელობა უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას ნიშნავს, ვერტიკალური ღერძი ინვერტირებულია — რაც უფრო მაღლაა ხაზი, მით უფრო ძლიერია მხარდაჭერა.

გრაფიკი 1. პოლიტიკურ სისტემასთან დაკავშირებული შეფასებების საშუალო მაჩვენებლები ტალღების მიხედვით (შკალა: 1 = ძალიან კარგი … 4 = ძალიან ცუდი).

დემოკრატიული მმართველობა თითქმის ყველა ტალᴢაში ერთ-ერთ ყველაზე დადებითად შეფასებულ მახასიათებლად რჩება (საშუალო ≈ 1.6), ხოლო არმიის მმართველობა მკვეთრად უარყოფილია (3.27 საშუალოდ) — სავარაუდოდ, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ავტორიტარული გამოცდილების მეხსიერების გამო. ექსპერტთა (ტექნოკრატიული) მმართველობა ტალღებს შორის მერყეობს, ხოლო „წესრიგი თავისუფლების წინააღმდეგ“ განზომილებაში თავისუფლება ყველაზე მაღლა ფასდება ტალᴢა 3-ში (1.49) და უპირატესობას წესრიგს უთმობს გვიანდელ ტალღებში (1.82). ყველა განსხვავება ტალღებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანია (F ტესტი; p < 0.001).

ერთიანი ღერძი: ავტორიტარიზმის უარყოფისა და დემოკრატიის მხარდაჭერის ინდექსი

ოთხი ცვლადის ერთ ღირებულებით განზომილებაში გასაერთიანებლად გამოყენებულ იქნა მთავარ კომპონენტთა ანალიზი (PCA), 0–1 შკალაზე, სადაც უფრო მაღალი მნიშვნელობა შესაბამისი რეჟიმისადმი უფრო უარყოფით დამოკიდებულებას ასახავს.

გრაფიკი 2. კომპონენტზე დატვირთვები — პოლიტიკური სისტემების შეფასება (PCA).

„ძლიერი ლიდერი“, „ექსპერტთა მმართველობა“ და „არმიის მმართველობა“ კომპონენტზე დადებითად იტვირთება (0.56–0.73): რაც უფრო უარყოფითად აფასებს რესპონდენტი ამ ავტორიტარულ ფორმებს, მით უფრო მაღალია მისი ქულა. დემოკრატიული სისტემა კი ნეგატიურად იტვირთება (−0.39). ამდენად, კომპონენტი შეიძლება განვმარტოთ როგორც „დემოკრატიის მხარდაჭერისა და ავტორიტარიზმის უარყოფის ინდექსი“ — მაღალი ქულა ავტორიტარული ფორმების კრიტიკულ შეფასებასა და დემოკრატიისადმი სიმპათიას აღნიშნავს.

ამ ინდექსის (km) საშუალო მაჩვენებლის ტალღებზე გადანაწილება გვიჩვენებს, როგორ იცვლებოდა ავტორიტარიზმის უარყოფის დონე დროში.

გრაფიკი 3. ავტორიტარიზმის უარყოფის ინდექსის (km) საშუალო ტალღების მიხედვით; ოქროსფრად — პიკი (ტალᴢა 6), ვარდისფრად — ვარდნა (ტალᴢა 7).

მე-3-დან მე-6 ტალᴢამდე ავტორიტარიზმის უარყოფა საშუალოზე მაღალი იყო და სტაბილურად იზრდებოდა, პიკს კი ტალᴢა 6-ში აღწევს (0.66). თუმცა ტალᴢა 7 & EVS-ში (2017–2018) ინდექსი მკვეთრად ეცემა (0.52), რაც უახლეს პერიოდში ავტორიტარიზმის უარყოფის შესუსტებაზე მიანიშნებს. ეს ცვლილება, სავარაუდოდ, პოლიტიკურ არასტაბილურობას, ინსტიტუტების მიმართ მზარდ უნდობლობასა და დემოკრატიული დაპირებების შეუსრულებლობით გამოწვეულ იმედგაცრუებას უკავშირდება.

განათლება და დემოკრატიული ორიენტაცია

განათლება დემოკრატიისადმი დამოკიდებულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია: ის აძლიერებს მოქალაქის ცნობიერებას, კრიტიკულ აზროვნებასა და ინფორმაციაზე წვდომას. ნორისი (2011) ხაზს უსვამს, რომ განათლების მაღალი დონე ზრდის არა მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას, არამედ სამოქალაქო აქტივიზმსა და ინსტიტუტების ნდობასაც.

გრაფიკი 4. ავტორიტარიზმის უარყოფის ინდექსის (km) საშუალო განათლების დონის მიხედვით.

განათლების ამაღლებასთან ერთად იზრდება დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერაც: უნივერსიტეტის დიპლომის მფლობელები ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აჩვენებენ (0.66), ხოლო მხოლოდ საწყისი ან არასრული საშუალო განათლების მქონე პირები — შესამჩნევად დაბალს (0.54–0.57). ეს თანხვედრაშია ინგლჰარტისა და ველცელის პოსტმატერიალისტურ თეზისთან, რომლის მიხედვითაც განათლება და ეკონომიკური უსაფრთხოება ხელს უწყობს ავტორიტარიზმის დაძლევასა და თვითგამოხატვის ფასეულობების ზრდას.

ჸსკვნა

პოლიტიკური სისტემის შეფასებების ანალიზი აჩვენებს მკაფიო, თუმცა არასტაბილურ სურათს: დემოკრატიის მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია, არმიის მმართველობა მყარად უარყოფილია, ხოლო ტექნოკრატიული მმართველობა და „წესრიგი თავისუფლების წინააღმდეგ“ დილემა კონტექსტის მიხედვით მერყეობს. ავტორიტარიზმის უარყოფის ინდექსი 2010-იანი წლების შუა ხანებში პიკს აღწევს და უახლეს ტალᴢაში სუსტდება, ხოლო განათლება დემოკრატიული ორიენტაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრედიქტორად რჩება. ეს ღირებულებითი ორიენტაციები სტრატიფიკაციის უფრო ფართო რუკის ერთ ღერძს ქმნის — შემდეგ ნაწილში განვიხილავთ მეორე განზომილებას: ეტატიზმსა და თავისუფალ ბაზარს შორის დამოკიდებულებებს.


ბიბლიოგრაფია

Almond, G. A., Verba, S., & Hoppen, J. (1965). The civic culture. Little, Brown.
Dalton, R. J., & Welzel, C. (2014). The civic culture transformed: From allegiant to assertive citizens. Cambridge University Press.
Inglehart, R. (1977). The silent revolution: Changing values and political styles among Western publics. Princeton University Press.
Inglehart, R., & Welzel, C. (2005). Modernization, cultural change, and democracy: The human development sequence. Cambridge University Press.
Luca, M., Malhotra, N., & Polborn, M. (2023). Urban–rural political divides: Causes and consequences. Urban Studies. Advance online publication.
Norris, P. (2011). Democratic deficit: Critical citizens revisited. Cambridge University Press.
Otte, G. (1996). Lebensstile versus Klassen — welche Sozialstrukturkonzeption kann die individuelle Parteipräferenz besser erklären? In Soziale Ungleichheit (pp. 303–346). VS Verlag für Sozialwissenschaften.
Pop-Eleches, G., & Tucker, J. A. (2011). Communism's shadow: Postcommunist legacies, values, and behavior. Comparative Politics, 43(4), 379–408.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა