კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე და ფუნდამენტურ განათლებას, რომელიც პასუხობს ტექნოლოგიური განვითარების მიმდინარე ტენდენციებს. პროგრამა ორიენტირებულია, პროგრამირების, მონაცემთა ბაზების დაპროეტებისა და მართვის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის ძირითადი პრინციპების გაცნობაზე. ასევე, იმ ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ციფრულ გარემოში ეფექტიანი საქმიანობისთვის. სწავლების პროცესში სტუდენტები ივითარებენ ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას, ეუფლებიან პრობლემის გადაჭრის თანამედროვე მიდგომებს და იღებენ მყარ აკადემიურ საფუძველს როგორც შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კარიერისთვის, ისე შემდგომი აკადემიური განვითარებისათვის.
შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სპეციალისტი, რომელიც:
კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია წარმატებით დასაქმდეს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციაში, ისეთ პროზიციებზე, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებასა და მართვასთან, მათ შორის:
პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში: კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა
საბაკალავრო პროგრამა აგებულია ECTS სისტემის საფუძველზე. კვალიფიკაციის მისაღებად, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს - 240 კრედიტი, რომელიც შეადგენს პროგრამაში შემავალი ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კომპონენტებისა და თავისუფალი კომპონენტების კრედიტების ჯამს.
სასწავლო კომპონენტები წარმოდგენილია 240 კრედიტის მოცულობით, მათ შორის:
პროგრამაში გათვალისწინებულია პრაქტიკული პროექტი სპეციალობაში.
წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.
პროგრამა ითვალისწინებს 15 თავისუფალ კრედიტს, რომლის დაგროვებაც არჩევითი კურსებისთვის განკუთვნილი კრედიტების ფარგლებში, სტუდენტს შეუძლია როგორც წინამდებარე პროგრამის ფარგლებში, ისე ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებულ ფაილში: კომპიუტერული მეცნიერებები
სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კომპონენტში კრედიტების მიღება/დაგროვება სწავლების პროცესში აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს და შეძენილი ცოდნის უწყვეტი შეფასების პრინციპს ეფუძნება. სწავლის შედეგების მიღწევის დონე ფასდება „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის№3 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების სისტემის თანახმად.
სწავლის შედეგების მიღწევის დონის შეფასება მოიცავს შეფასების ფორმებს - შუალედურ და დასკვნით შეფასებას, რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას - 100 ქულას.
შეფასების ფორმები მოიცავს შეფასების კომპონენტს/კომპონენტებს, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნა/გაცნობიერების ან/და უნარის ან/და ავტონომიურობა/პასუხისმგებლობის შეფასების ხერხს (ზეპირი/წერითი გამოცდა, ზეპირი/წერითი გამოკითხვა, პრაქტიკული/თეორიული სამუშაო, საშინაო დავალება და სხვა.). შეფასების კომპონენტები აერთიანებს შეფასების მეთოდებს (ტესტი, პრეზენტაცია და სხვა). შეფასების მეთოდი იზომება შეფასების კრიტერიუმებით.
შეფასების თითოეულ ფორმას და კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100) განსაზღვრული აქვს ხვედრითი წილი, რაც აისახება კონკრეტულ სილაბუსში.
შეფასების თითოეულ ფორმას აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - შუალედური შეფასებისთვის მინიმუმ 25 ქულა, დასკვნითი შეფასებისთვის მინიმუმ 16 ქულა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეიძლება დადგინდეს შეფასების კომპონენტის/კომპონენტებისთვისაც, რაც დაწვრილებით გაიწერება სასწავლო კურსის სილაბუსით.
დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება დადებითი შეფასების მინიჭების შემთხვევაში.
პროგრამის სასწავლო კომპონენტის შეფასების სისტემა:
შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა (GPA).
კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.
ŷȺ-ს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 3,900* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი ოდენობით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.
უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტ᳥ბისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.
ჸფინანსება
1. TOP GRANT - სწავლის სრულად ჸფინანსება:
აბიტურიენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯამური რეიტინგით საუკეთესო 1,000-ეულში მოხვდებიან და აირჩევენ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს პირველ ადგილზე, ŷȺ-ში ისწავლიან სრული დაფინანსებით საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული 240 კრედიტის ფარგლებში (რომელიმე საგნ(ებ)ის ხელმეორედ ან/და დამატებით არჩევის შეთხვევაში სტუდენტი დაფარავს შესაბამისი კრედიტების ღირებულებას).
გრანტის მისაღებად საჭიროა:
2. ჸფინანსება შიდა რეიტინგის (GPA) მიხედვით:
ŷȺ-ს სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე (GPA) იღებენ ფასდაკლებას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით, რომელიც ვრცელდება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადზე.

3. სპეციალური ჸფინანსება
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.
* არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის / ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. იხ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ანკეტა/კითხვარი.
ŷȺ-ში ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციისას, საგანმანათლებლო პროგრამების / უნივერსიტეტების პრიორიტეტულ ჩამონათვალში მიუთითონ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის შესაბამისი კოდი.
პროგრამაზე დასაშვებად აუცილებელია აბიტურიენტი ფლობდეს ინგლისურ ენას B1 დონეზე, რაც შეიძლება დადასტურდეს:
კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.
კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული.