ŷȺ

IT მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა (EN)

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

IT მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა (EN)

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა შემუშავებულია დღესდღეობით ძალიან აქტუალური ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციების გათვალისწინებით და და სრულად პასუხობს თანამედროვე, ტექნოლოგიებზე ორიენტირებული შრომის ბაზარის მოთხოვნებს. პროგრამა მიზნად ისახავს კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც ფლობენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, შეუძლიათ მათი ეფექტიანი მართვა, ინტეგრაცია და გამოყენება ორგანიზაციულ გარემოში და გააჩნიათ მენეჯერული უნარები, რაც უზრუნველყოფს მათ კარიერულ მოქნილობას და აძლევს შესაძლებლობას ქონდეთ პროფესიული განვითარების დიდი პოტენციალი.  

პროგრამის მიზანია მოამზადოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სპეციალისტი, რომელიც:

  • იცნობს ICT ტექნოლოგიებს და მათი  მართვის და ინტეგრაციის  ძირითად თეორიებს, მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, შეუძლია მათი პრაქტიკაში გამოყენება;
  • იზრუნებს მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე და კონკურენტუნარიანი იქნება დასაქმების როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე;
  • მულტიდისციპლინურ გარემოში უახლესი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო პრაქტიკების გათვალისწინებით შეძლებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
  • ადვილად ადაპტირდება პროფესიულ და აკადემიურ გარემოში და იმოქმედებს ეთიკური ნორმების დაცვით.

ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაკალავრი შეიძლება დასაქმდეს შემდეგ პოზიციებზე:

  • პროექტის მენეჯერი;
  • ბიზნეს ანალიტიკოსი;
  • მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსი;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მენეჯერი;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ოპერაციების მენეჯერი;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი;
  • და სხვა.

პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმული ფაილით: IT მენეჯმენტის პროგრამა

ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა აგებულია ECTS სისტემის საფუძველზე. კვალიფიკაციის მისაღებად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც წარმოადგენს პროგრამაში შემავალი ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კომპონენტებისა და თავისუფალი კომპონენტების კრედიტების ჯამს.

სასწავლო კომპონენტები წარმოდგენილია 240 კრედიტის მოცულობით, მათ შორის:

  • ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო კომპონენტები – 125 კრედიტი;
  • ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი კომპონენტები – 55 კრედიტი;
  • თავისუფალი კომპონენტები – 35 კრედიტი;
  • საბაკალავრო ნაშრომი – 25 კრედიტი.

პროგრამაში გათვალისწინებულია პრაქტიკული პროექტი სპეციალობაში.

სტუდენტი წლის განმავლობაში აგროვებს 60 კრედიტს (სემესტრში 30 კრედიტს). ინდივიდუალური სასწავლო დატვირთვიდან გამომდინარე, წლიური კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე ნაკლები ან მეტი, თუმცა არაუმეტეს 75 კრედიტისა.  

პროგრამა ითვალისწინებს 15 თავისუფალ კრედიტს, რომლის დაგროვებაც არჩევითი კურსებისთვის განკუთვნილი კრედიტების ფარგლებში, სტუდენტს შეუძლია როგორც წინამდებარე პროგრამის ფარგლებში, ისე ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საბაკალავრო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიბმულ ფაილში: IT მენეჯმენტი

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კომპონენტში კრედიტების მიღება/დაგროვება სწავლების პროცესში აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს და შეძენილი ცოდნის უწყვეტი შეფასების პრინციპს ეფუძნება. სწავლის შედეგების მიღწევის დონე ფასდება „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის№3 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების სისტემის თანახმად.

სწავლის შედეგების მიღწევის დონის შეფასება მოიცავს შეფასების ფორმებს - შუალედურ და დასკვნით შეფასებას, რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას - 100 ქულას.

შეფასების ფორმები მოიცავს შეფასების კომპონენტს/კომპონენტებს, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნა/გაცნობიერების  ან/და უნარის ან/და ავტონომიურობა/პასუხისმგებლობის შეფასების ხერხს (ზეპირი/წერითი გამოცდა, ზეპირი/წერითი გამოკითხვა, პრაქტიკული/თეორიული სამუშაო, საშინაო დავალება და სხვა.). შეფასების კომპონენტები აერთიანებს შეფასების მეთოდებს (ტესტი, პრეზენტაცია და სხვა). შეფასების მეთოდი იზომება შეფასების კრიტერიუმებით.

შეფასების თითოეულ ფორმას და კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100) განსაზღვრული აქვს ხვედრითი წილი, რაც აისახება კონკრეტულ სილაბუსში. 

შეფასების თითოეულ ფორმას აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - შუალედური შეფასებისთვის მინიმუმ 25 ქულა, დასკვნითი შეფასებისთვის მინიმუმ 16 ქულა. 

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეიძლება დადგინდეს შეფასების კომპონენტის/კომპონენტებისთვისაც, რაც დაწვრილებით გაიწერება სასწავლო კურსის სილაბუსით.

დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება დადებითი შეფასების მინიჭების შემთხვევაში. 

პროგრამის სასწავლო კომპონენტის შეფასების სისტემა:

შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
  • (C) კარგი – 71-80 ქულა;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლ᳥ბა;
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას სასწავლო კურსი/საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა (GPA)

კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების საერთო რაოდენობაზე.

სწავლის საფასური - 2026-2027 სასწავლო წელი

ŷȺ-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 3,900*ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი ოდენობით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტ᳥ბისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.


ჸფინანსება

 1. TOP GRANT - სწავლის სრულად ჸფინანსება:

აბიტურიენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯამური რეიტინგით საუკეთესო 1,000-ეულში მოხვდებიან და აირჩევენ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს პირველ ადგილზე, ŷȺ-ში ისწავლიან სრული დაფინანსებით საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული 240 კრედიტის ფარგლებში (რომელიმე საგნ(ებ)ის ხელმეორედ ან/და დამატებით არჩევის შეთხვევაში სტუდენტი დაფარავს შესაბამისი კრედიტების ღირებულებას).

გრანტის მისაღებად საჭიროა:

  • მონიშნოთ პირველ ადგილზე ŷȺ-ს საბაკალავრო პროგრამა (120);
  • მიიღოთ მაღალი შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და მოხვდეთ TOP 1,000 რეიტინგში;

2. ჸფინანსება შიდა რეიტინგის (GPA) მიხედვით: 

ŷȺ-ს სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე (GPA) იღებენ ფასდაკლებას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით, რომელიც ვრცელდება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადზე.

3. სპეციალური ჸფინანსება

იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ: 

  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: ძირითადი საგნების კრედიტებზე დარიცხულ თანხას გამოკლებული ფასდაკლება შესაბამისი პროცენტით ან კონკრეტული თანხით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (გარდა რეიტინგის ფასდაკლებისა) აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება - თანხით ყველაზე მაღალი;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (მ. შ. რეიტინგის ფასდაკლება) აკლდება რეიტინგის ფასდაკლებაც, (მაგ: თუ სტუდენს ეკუთვნის 50%-იანი რეიტინგის ფასდაკლება და ასევე ერთი ოჯახის წევრების 20%-იანი ფასდაკლება, ძირითადი საგნების კრედიტებზე დარიცხულ თანხას აკლდება 50% რეიტინგის ფასდაკლება და აკლდება დარჩენილი თანხის 20% - ერთი ოჯახის წევრების ფასდაკლება);
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითადი საგნების კრედიტებზე დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნების კრედიტებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ოჯახის წევრს აქვს ძირითადი საგნის კრედიტზე დარიცხული გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის კრედიტზე დარიცხული გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის კრედიტის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, მათ შორის თანხობრივი ფასდაკლება, პირველ რიგში აკლდება თანხობრივი და შემდეგ პროცენტული ფასდაკლება.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის / ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. იხ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ანკეტა/კითხვარი.

ŷȺ-ში ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციისას, საგანმანათლებლო პროგრამების / უნივერსიტეტების პრიორიტეტულ ჩამონათვალში მიუთითონ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის შესაბამისი კოდი.

პროგრამაზე დასაშვებად აუცილებელია აპლიკანტი ფლობდეს ინგლისურ ენას B1 დონეზე, რაც შეიძლება დადასტურდეს:

  1. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის გამოცდის შედეგით (არანაკლებ 70%);
  2. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატით (TOEFL, IELTS, FCE);
  3. შიდა საუნივერსიტეტო გამოცდით ინგლისურ ენაში.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

ინფრომაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

თამარ ჭელიძე

თამარ ჭელიძე

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები

(+995) 555 326 009
(+995 32) 220 65 20 (319)
tamarchelidze@gau.edu.ge
ნინო ფიფია

ნინო ფიფია

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები

(+995) 557 579 122
(+995 32) 220 65 20 (324)
ninopipia@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა