ციფრული ტრანსფორმაციის, ხელოვნური ინტელექტის, დიდი მონაცემების და პროგრამული სისტემების სწრაფი განვითარების პირობებში, კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და კონკურენტუნარიან პროფესიას როგორც კერძო სექტორში, ისე სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა შექმნილია თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების, აკადემიური სტანდარტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. პროგრამა აერთიანებს როგორც თეორიულ საფუძვლებს, ისე პრაქტიკულ და კვლევით კომპონენტებს, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის მაღალ პროფესიულ მზაობას.
ამდენად, კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის მიზანია:
შესაბამისად, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაიღრმაოს ცოდნა პროგრამირებაში, დეველოპმენტში, მონაცემთა მეცნიერებაში, ხელოვნურ ინტელექტში, პროგრამული სისტემების არქიტექტურაში, ან გააგრძელოს საქმიანობა აკადემიურ და კვლევით სფეროში.
კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრი შეიძლება დასაქმდეს შემდეგ პოზიციებზე:
პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში: კომპიუტერული მეცნიერებები
კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა კვალიფიკაციის მისაღებად უნდა დააგროვოს - 120 კრედიტი. რომელიც იყოფა სასწავლო/პრაქტიკულ და კვლევით კომპონენტებად. აგრეთვე მასში შედის არჩევითი/თავისუფალი კომპონენტი.
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 2 წელი, 4 სემესტრი. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი. სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.
სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილში: კომპიუტერული მეცნიერებები
კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება შესაბამის ან მონათესავე (ინჟინერია, ბიზნეს ადმინისტრირება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) დარგში და სურთ გაიღრმავონ ცოდნა კომპიუტერულ მეცნიერებაში.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები პროგრამაზე მიიღებიან საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
* საგამოცდო საკითხები სპეციალობაში წინასწარ განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კომპონენტში კრედიტების მიღება/დაგროვება სწავლების პროცესში აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს და შეძენილი ცოდნის უწყვეტი შეფასების პრინციპს ეფუძნება. სწავლის შედეგების მიღწევის დონე ფასდება „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის№3 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების სისტემის თანახმად.
სწავლის შედეგების მიღწევის დონის შეფასება მოიცავს შეფასების ფორმებს - შუალედურ და დასკვნით შეფასებას, რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას - 100 ქულას.
შეფასების ფორმები მოიცავს შეფასების კომპონენტს/კომპონენტებს, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნა/გაცნობიერების ან/და უნარის ან/და ავტონომიურობა/პასუხისმგებლობის შეფასების ხერხს (ზეპირი/წერითი გამოცდა, ზეპირი/წერითი გამოკითხვა, პრაქტიკული/თეორიული სამუშაო, საშინაო დავალება და სხვა.). შეფასების კომპონენტები აერთიანებს შეფასების მეთოდებს (ტესტი, პრეზენტაცია და სხვა). შეფასების მეთოდი იზომება შეფასების კრიტერიუმებით.
შეფასების თითოეულ ფორმას და კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100) განსაზღვრული აქვს ხვედრითი წილი, რაც აისახება კონკრეტულ სილაბუსში.
შეფასების თითოეულ ფორმას აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - შუალედური შეფასებისთვის მინიმუმ 25 ქულა, დასკვნითი შეფასებისთვის მინიმუმ 16 ქულა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეიძლება დადგინდეს შეფასების კომპონენტის/კომპონენტებისთვისაც, რაც დაწვრილებით გაიწერება სასწავლო კურსის სილაბუსით.
დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება დადებითი შეფასების მინიჭების შემთხვევაში.
შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა (GPA).
კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.
ŷȺ-ს კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 3,900*&Բ;ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი ოდენობით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.
უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტ᳥ბისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზ᳥.
სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.
* არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ: